...

გრანთ თორნთონ საქართველომ ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) ერთად ერთობლივი ღონისძიება გამართა

თარიღი

20/09/2023

გრანთ თორნთონ საქართველომ ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) ერთად ერთობლივი ღონისძიება გამართა.
საჯარო-კერძო დიალოგი – „მუდმივი დაწესებულების საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების გამოწვევები“ – მიზნად ისახავდა მუდმივი დაწესებულებების (ფილიალი, წარმომადგენლობა და სხვ) საგადასახადო დაბეგვრის აქტუალური საკითხების და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების გამოწვევების განხილვას.
თემის ზოგადი მიმოხილვა წარმოადგინა და პანელური დისკუსიას უხელმძღვანელა გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა – ქეთევან ღამბაშიძემ; პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: ნათია ჩაგანავა – გრანთ თორნთონის საგადასახადო მენეჯერი და შემოსავლების სამსახურის, აუდიტის დეპარტამენტის წარმოადგენელები – შოთა მინაშვილი – მსხვილ გადამხდელთა ოფისის უფროსი და მარიამ გუგუტიშვილი – მსხვილ გადამხდელთა ოფისის ტრანსფერ ფრაისინგის მთავარი აუდიტორი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და განხილვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საკონსულტაციო სფეროს და ბიზნესის წარმომადგენლები.
საქართველოს ბიზნეს გარემოს გასავითარებლად, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონი კვლავ გააგრძელებს ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა ბიზნეს, თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან პარტნიორობას.

12/09/2024

The Grant Thornton Global Network Football tournament in Denmark

22/07/2024

სახელფასო ქრონიკები – Payroll-ის ევოლუცია

22/07/2024

7 ფინანსური ქცევა ბიზნესის ხარჯების ეფექტიანად სამართავად

22/07/2024

ESG და მდგრადი ფინანსები – შესაძლებლობები და გამოწვევები

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

Social Media