გრანთ თორნთონ აკადემია
გრანთ თორნთონ საქართველოს სატრენინგო მიმართულებაა. ჩვენი ტრენინგები საშუალებას აძლევს ბიზნეს საზოგადოებას, გაიუმჯობესოს საჭირო კომპეტენციები ექსპერტული ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.
ტრენინგებს ატარებენ გრანთ თორნთონ აკადემიის ტრენერები და მოწვეული ლექტორები, სფეროს სიღრმისეული ცოდნითა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით.
ტრენინგ-პროგრამები აგებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდოლოგიით და თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც, რაც ეხმარება მონაწილეებს ეფექტურად გადაიტანონ მიღებული ცოდნა სამუშაო გარემოში.
ჩვენი მისია
ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით გავაძლიეროთ ბიზნეს-საკონსულტაციო და საფინანსო სფერო.
ჩვენი ხედვა
ჩვენ გვჯერა, რომ სწავლების გზით ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია, როგორც სფეროს გაძლიერების, ისე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ჩვენ ვაძლიერებთ როგორც ბაზარზე აქტიურ, მოქმედ ბიზნეს-სუბიექტებს, ისე ვეხმარებით დამწყებ კადრებს სფეროსთან წარმატებულ ადაპტაციაში.
ცოდნის გაზიარება, მუდმივი განვითარება, ახალი შესაძლებლობების შექმნა – აკადემიის მთავარი ღირებულებებია.