...
logo - Copy 2

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Grant Thornton Academy-ს სურს დაიცვას ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორების კონფიდენციალურობა. გთხოვთ, წაიკითხოთ შემდეგი პოლიტიკა; ის დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ შესაძლოა შევცვალოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე, ამიტომ გთხოვთ შეამოწმოთ იგი ყოველ ჯერზე, როცა ეწვევით ჩვენს ვებსაიტს.

ომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?

ჩვენ აღვრიცხავთ თქვენს ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, რათა მივიღოთ და გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ინტერნეტით.

როდესაც ეწვევით ჩვენს ვებსაიტს, რეგისტრირდებით ტრენინგზე, გამოიწერთ სიახლეებს ან მოითხოვთ დამატებით ინფორმაციას შეიძლება მოგეთხოვოთ გარკვეული პერსონალური მონაცემების მიწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, სამუშაო ადგილი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ პერსონალური მონაცემების მიწოდებას, ეს პოლიტიკა გავრცელდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

რა სამართლებრივი საფუძველი(ებ)ით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან, თქვენ განაცხადეთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში ასახული მიზნებისთვის.

ამასთანავე, ჩვენ არ ვამუშავებთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის

მონაცემებს პირდაპირ მარკეტინგის მიზნებისთვის გამოვიყენებთ მხოლოდ მაშინ თუ თქვენ განაცხადებთ შესაბამის წერილობით თანხმობას, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე.

თქვენ ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ დასაბუთების გარეშე გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე და ამისათვის შეგიძლათ მოგვწეროთ ჩვენს საკონტაქტო მეილზე ან მიმართოთ ჩვენს ოფისს.

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ დამუშავების მიზნის შესასრულებლად საჭირო დროის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით , გარდა იმ შემთხვევისა , თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან /და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად.

რა უფლებები გაქვთ და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება?

თქვენ გაქვთ კონკრეტული უფლებები, როგორც „მონაცემთა სუბიექტს“ კერძოდ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა დაბლოკვის, გასწორების, წაშლის, განახლების, შევსების, შეწყვეტის ან განადგურების  უფლება. აღნიშნული უფლებების რეალიზაციის მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო მისამართებზე.

ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე უფლება გაქვთ გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა. ხოლო, თანხმობის გამოხმობამდე უფლება გაქვთ , მოითხოვოთდა მიიღოთ ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს შესახებ მცდარი , არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება , განახლება ან /და შევსება.

საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გსურთ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ან მოახდინოთ თქვენი უფლებების რეალიზება. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს მეილზე gtacademy@ge.gt.com

ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენი  ოფისის მისამართზე: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან წამებულის გამზირი, №54

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს