უძრავი ქონების შეფასება და ანალიზი
უძრავი ქონების შეფასება და ანალიზი
ხანგრძლივობა
9 სთ.
ფასი
250 ₾
ფორმატი
ფიზიკურ სივრცეში
კურსის შესახებ
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, კარგად გაიაზრონ, თუ რას წარმოადგენს შეფასების დავალება, შეფასების მიზანი, სწორად შეაფასონ სამუშაოს მასშტაბები და შესაბამისად, სწორად დაგეგმონ და წარმართონ უძრავი ქონების შეფასების პროცესი კონკრეტული დავალებისათვის ყველაზე უფრო შესაფერისი შეფასების მიდგომებისა და მეთოდების შერჩევისა და განხორციელების გზით.
ძირითადი საკითხები:
- შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მიმოხილვა
- ზოგადი სტანდარტების მიმოხილვა:
- სამუშაოს მასშტაბები
- გამოკვლევა და შესაბამისობა
- ანგარიშის მომზადება
- ღირებულების საფუძვლები (პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებული ღირებულების საფუძვლები)
- შეფასების მიდგომები და მეთოდები
- შეფასების წინაპირობა – საუკეთესო და ეფექტიანი გამოყენების ანალიზი.
- უძრავი ქონების ღირებულების შეფასება საბაზრო მიდგომის გამოყენებით (შესაბამისი მეთოდების განხილვა).
- უძრავი ქონების ღირებულების შეფასება შემოსავლების. მიდგომის გამოყენებით (შესაბამისი მეთოდების განხილვა).
- უძრავი ქონების ღირებულების შეფასება დანახარჯების მიდგომის გამოყენებით (შესაბამისი მეთოდების განხილვა).
- მიწის ნაკვეთისა და გაუმჯობესების შეფასება.
- პრაქტიკული სესია – უძრავი ქონების შეფასების იმიტირებული ქეისზე მუშაობა.
ტრენინგის თარიღი: 22, 24, 26 აპრილი
დრო: 18:30 – 21:30 სთ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, გამოხატეთ ინტერესი და ჩვენ დაგიკავშირდებით.