ახალი ვალდებულებები საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა
ახალი ვალდებულებები საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა
ხანგრძლივობა
1.5 სთ.
ფასი
უფასო₾
ფორმატი
Online - Zoom
კურსის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნებული №52 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციასა და მარტის თვის ყოველთვიურ მოგების დეკლარაციას დაემატა ახალი დანართი — ინფორმაცია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ.
ახალი რეგულაციის თანახმად, კომპანიები, რომელთა მიერ 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური მოცულობა 500,000 ლარს აღემატება, ვალდებული არიან საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეტალური ინფორმაცია კონტროლირებული ოპერაციების შესახებ, მათ შორის, გარიგების მეორე მხარის დასახელება, ურთიერთდამოკიდებულების ფორმა, ოპერაციის სახე, გარიგების თანხა, შესაბამისი დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ნაშთების ოდენობა.
ვებინარზე განვიხილავთ:
- რა არის საერთაშორისო კონსტროლირებული ოპერაცია და რომელი კომპანიები ექცევიან რეგულაციის ფარგლებში
- დეკლარაციის ახალი დანართის შინაარსსა და შევსების მოთხოვნებს
- 500,000 ლარის ზღვარის განსაზღვრის პრაქტიკულ საკითხებს
- კონტროლირებული ოპერაციების გამჭვირვალობისა და საგადასახადო რისკების მართვის მიდგომებს
- რა ნაბიჯები უნდა გადადგან კომპანიებმა 2025 წლის ანგარიშგებისთვის მზადების პროცესში
ცვლილებების მიხედვით, ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება წესდება 2025 წლის და მის შემდგომ პერიოდზე წარსადგენ ინფორმაციაზე, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებმა დროულად უნდა შეაფასონ საკუთარი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები და მონაცემთა შეგროვების პროცესები.
ვებინარის მსვლელობისას მონაწილეებს ექნებათ საშუალება, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები საგადასახადო ექსპერტებისგან.
ვებინარი განკუთვნილია ფინანსური დირექტორებისთვის, საგადასახადო მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს.
თარიღი: 19 მარტი
დრო: 17:00-18:30 სთ.
ფორმატი: Online/Zoom
ვებინარზე დასასწრებ ბმულს რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ 18 მარტს.