დღე
საათი
წუთი
წამი

შრომითი მიგრაციის რეგულაციები პრაქტიკაში — გზამკვლევი დამსაქმებლებისთვის

შრომითი მიგრაციის რეგულაციები პრაქტიკაში — გზამკვლევი დამსაქმებლებისთვის

დღე
საათი
წუთი
წამი

ხანგრძლივობა

1.5 სთ.

ფასი

უფასო₾

ფორმატი

Online - Zoom

კურსის შესახებ

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესებს და ბიზნესს ახალ სამართლებრივ ვალდებულებებს აკისრებს. 2026 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედებული რეგულაციების ფარგლებში, უცხოელთა დასაქმების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას, შესაბამისი პროცედურების დაცვასა და დადგენილ ვადებში მოქმედებას. ახალი მოთხოვნების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს პროცესების შეფერხება და მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციები.

ტრენინგზე მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას უცხოელთა დასაქმების ახალ წესებზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურებსა და დამსაქმებლის პასუხისმგებლობებზე. განვიხილავთ, როგორ უნდა მოემზადოს კომპანია ახალი მოთხოვნებისთვის, რა დოკუმენტაციაა საჭირო, რა ვადები უნდა გაითვალისწინოს და როგორ აირიდოს კანონმდებლობის დარღვევით გამოწვეული რისკები.

ძირითადი საკითხები

  1. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებები — ძირითადი სიახლეები და მათი გავლენა ბიზნესზე.
  2. შრომითი საქმიანობის უფლება — ვის ეხება ახალი მოთხოვნები და რა გამონაკლისები არსებობს.
  3. შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა — აუცილებელი დოკუმენტაცია, განაცხადის წარდგენა და მომსახურების ვადები.
  4. უცხოელთა დასაქმების ეტაპები —კანდიდატის შერჩევა და დამსაქმებლის ვალდებულებები.
  5. D1 კატეგორიის ვიზა და შრომითი ბინადრობის ნებართვა — რა პროცედურებია გასავლელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ.
  6. შრომითი საქმიანობის უფლების გაგრძელება და შეწყვეტა — ვადები, შეტყობინების ვალდებულებები და შესაბამისი პროცედურები.
  7. კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები — პასუხისმგებლობის სახეები და ფინანსური რისკები.
  8. ბიზნესის მომზადება ახალი რეგულაციებისთვის — პრაქტიკული ნაბიჯები კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • განსაზღვრონ, რა შემთხვევებშია საჭირო უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება;
  • გაიგონ უცხოელთა დასაქმების პროცედურები და შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნები;
  • სწორად დაგეგმონ დასაქმების პროცესი კანონით გათვალისწინებული ვადების გათვალისწინებით;
  • განსაზღვრონ დამსაქმებლის ძირითადი ვალდებულებები, მათ შორის ხელშეკრულების ცვლილებისა და შეწყვეტის დროს;
  • გამოავლინონ კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფინანსური რისკები;
  • დაგეგმონ პრაქტიკული ნაბიჯები კომპანიის საქმიანობის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

თარიღი: 19 ნოემბერი

დრო: 17:00

Online/Zoom

რეგისტრირებული მონაწილეები მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებენ ვებინარზე დასასწრებ ბმულს 18 ნოემბერს.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 

გაცნობებთ, რომ ტრენინგზე რეგისტრაციისა და ტრენინგის ჩატარებისთვის აუცილებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს ჯი-თი აკადემია (ს/კ: 402120094) 

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრისა და ელ-ფოსტის მითითება. 

აღნიშნულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის 1(ა) პუნქტის შესაბამისად. 

თქვენ გაქვთ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის III თავით მონიჭებული უფლებები. 

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება ტრენინგის ჩატარებიდან 1 კვირის განმავლობაში, რომლის შემდეგაც თქვენი მონაცემები წაიშლება. 

თქვენი უფლებების რეალიზაცია შეგიძლიათ ჩვენს მეილზე gtacademy@ge.gt.com შეტყობინების გამოგზავნის გზით.   

ტრენერი

გამოხატე ინტერესი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

Social Media