კლეინტთა ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფნის მიზნით, გთავაზობთ ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების ტრენინგს.
ტრენინგი ინტერაქტიულია და დაფუძნებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდოლოგიაზე, დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით, ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებით.
ძირითადი საკითხები:
ეფექტური მომსახურების სტანდარტი და ძირითადი რეკომენდაციები.
ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.
მომხმარებელთა საჭიროების დადგენა – კითხვის დასმისა და აქტიური მოსმენის ტექნიკა.
საკითხის პოზიტიური ფორმულირება და ასერტიულობა.
რთულ მომხმარებელთან კომუნიკაცია/კონფლიქტური სიტუაციის მართვა.
ტრანსაქციული ანალიზი.
იმიტირებული მომსახურების პროცესის გათამაშება/ინდივიდუალური რეკომენდაციებისა და განვითარების გეგმის შემუშავება მონაწილისთვის.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, გამოხატეთ ინტერესი და ჩვენ დაგიკავშირდებით.