შრომის სამართალი პრაქტიკაში: ძირითადი გამოწვევები და სტრატეგია ბიზნესისთვის
შრომის სამართალი პრაქტიკაში: ძირითადი გამოწვევები და სტრატეგია ბიზნესისთვის
ხანგრძლივობა
3 სთ.
ფასი
200₾
ფორმატი
ფიზიკურ სივრცეში
კურსის შესახებ
გრანთ თორნთონ აკადემია ევროპული ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით გთავაზობთ ტრენინგს “შრომის სამართალი პრაქტიკაში: ძირითადი გამოწვევები და სტრატეგია ბიზნესისთვის”.
ტრენინგზე გაეცნობით შრომის სამართლის იმ აქტუალურ და პრაქტიკულ საკითხებს, რომელსაც ყველაზე ხშირად აწყდება ბიზნესი და მიიღებთ რეკომენდაციებს სფეროს ექსპერტისგან.
თარიღი: 5 ივნისი
დრო: 10:30 – 14:30
ღირებულება: 200 ლარი
ღირებულება EBA-ს წევრი ორგანიზაციებისთვის: 100 ლარი
ტრენინგი ჩატარდება სასტუმროში Golden Tulip Design Tbilisi, თბილისი, ავლაბარი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 37.
დღის წესრიგი
10:30-11:00 მისასალმებელი ყავა
11:00 – 12:30 ნაწილი I
დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
- დისკრიმინაციის ფორმები შრომით ურთიერთობებში
- პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია – სამართლებრივი განმარტებები
- მტკიცების ტვირთის განაწილება დისკრიმინაციის საქმეებში
- ქეისების განხილვა: რეალური სასამართლო საქმეების ანალიზი
- რეკომენდაციები დისკრიმინაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის
შვებულება – უფლებები და ვალდებულებები
- შვებულების სახეები და მათი სამართლებრივი რეგულირება
- ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება
- ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება
- შვებულების მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები და პროცედურები
- ქეისების განხილვა: სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა შვებულების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით
- პრაქტიკული რჩევები დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის
12:30-13:00 შესვენება
13:00-14:30 – ნაწილი II
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები
- დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურები
- წინასწარი გაფრთხილების, დასაბუთების და კომპენსაციის საკითხები
- რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებული სპეციფიკა
- დისციპლინური წარმოება და მისი სამართლებრივი შედეგები
- ქეისების ანალიზი: უახლესი სასამართლო პრაქტიკა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საქმეებზე
- დოკუმენტების შედგენის პრაქტიკული რეკომენდაციები
კონკურენციის აკრძალვა
- კონკურენციის აკრძალვის პირობების სამართლებრივი რეგულირება
- კონკურენციის აკრძალვის ფორმა და შინაარსი
- კომპენსაციის საკითხები კონკურენციის აკრძალვისას
- რეალური სასამართლო საქმეების განხილვა და ანალიზი
- კონკურენციის აკრძალვის პირობების შემუშავება – პრაქტიკული რჩევები