ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება ცვლილებების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და პრაქტიკული მიდგომები:
ცვლილებების მართვის ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგია: ცვლილებების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების მიმოხილვა (PROSCI Methodology);
ცვლილებების ზეგავლენის შეფასება: ორგანიზაციის მზადყოფნის განსაზღვრა და ცვლილებების გავლენის შეფასება;
სტრატეგიული ლიდერობის როლი: ლიდერობისა და თანამშრომელთა ჩართულობის მნიშვნელობა ცვლილებების წარმატებით განხორციელებაში;
საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება: ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ცვლილებების პროცესში;
ცვლილებების წარმატებული განხორციელების ინსტრუმენტები: პრაქტიკული ინსტრუმენტები და პროცესები, რომლებიც ორგანიზაციაში ცვლილებების სტაბილურობას უზრუნველყოფს;
გრძელვადიანი შედეგების უზრუნველყოფა: ცვლილებების შედეგად მიღებული შედეგების მდგრადობის შესანარჩუნებელი მიდგომები.
ვებინარის გავლის შემდეგ, მსმენელს ექნება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაგეგმოს, განახორციელოს და მართოს ცვლილებების პროცესები ორგანიზაციაში, უზრუნველყოს თანამშრომელთა ჩართულობა და შეაფასოს ცვლილებების შედეგები.