სახელფასო ქრონიკები – Payroll-ის ევოლუცია
თარიღი
22/07/2024
12 ივლისს, HR ბიზნეს სამიტის სტუმრებისთვის გაიმართა ვორქშოფი თემაზე – “სახელფასო ქრონიკები – Payroll-ის ევოლუცია”.
ორგანიზაციების ზრდისა და განვითარების პარალელურად, სახელფასო თუ სხვა განაცემების პოლიტიკაც სულ უფრო კომპლექსური ხდება, რაც მოითხოვს კომპანიის მხრიდან ორგანიზებული და გამართული სისტემების გამოყენებას. ვორქშოპზე მონაწილეები გაეცნენ უახლეს საერთაშორისო მიდგომებსა და გამოცდილებას, რაც მათ დაეხმარებათ Payroll-ის მხარდამჭერი პროცესების ეფექტურად წარმართვაში.
ტრენინგი ჩაატარეს ნათია ივანიაშვილმა – გრანთ თორნთონ საქართველოს BPS დეპარტამენტის უფროსი მენეჯერმა და
ნათია მჟავანაძემ – გრანთ თორნთონ საქართველოს BPS დეპარტამენტის მენეჯერმა.