გრანთ თორნთონი “განათლების საერთაშორისო გამოფენაზე” EXPO JOB-ს მონაწილე იყო
თარიღი
20/09/2023
გრანთ თორნთონი განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართული დასაქმების ფესტივალის – EXPO JOB-ის მონაწილე იყო, რომელიც HR hub-ის ორგანიზებით გაიმართა 6 და 7 ოქტომბერს, ექსპო ჯორჯიაში.
ფესტივალის მთავარ სცენაზე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების გამოსვლები გაიმართა, სადაც გრანთ თორნთონ აკადემიის მენეჯერმა, ანა ნაჭყებიამ, ისაუბრა პროფესიული წარმატებისთვის აუცილებელ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა შთაბეჭდილებების მართვა კომუნიკაციის პროცესში.
გრანთ თორნთონ აკადემიაში პროფესიული კურსების პარალელურად აქტიურად ტარდება უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული (Soft skills) ტრენინგებიც, რაც აუცილებელი ატრიბუტია თანამედროვე ბიზნეს სამყაროში წარმატებული კარიერისთვის.