გრანთ თორნთონი საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუს, Punchline Profit-ის პარტნიორია
თარიღი
06/08/2026
გრანთ თორნთონ საქართველო Punchline Profit-ის პარტნიორია. Punchline Profit საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუა, რომელიც მეწარმეებსა და ბიზნელიდერებს რეალურ გამოწვევებზე, გამოცდილებასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ღია დიალოგის სივრცეს სთავაზობს.
Punchline Profit-ის უნიკალური ფორმატი ბიზნესის შესახებ განსხვავებული პერსპექტივიდან საუბარს მოიცავს. თითოეულ ეპიზოდში სტუმარი საკუთარ რეალურ ბიზნესგამოწვევას წარადგენს და დისკუსიის ფარგლებში გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად განიხილავს შესაძლო მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს. შოუს მთავარი ღირებულება ცოდნის გაზიარება და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლებაა.
პარტნიორობის ფარგლებში, Punchline Profit-ის მესამე ეპიზოდის თანაწამყვანი გახდა გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი, პაატა შურღაია – ბიზნეს კონსულტანტი და კორპორაციული ფინანსების ექსპერტი, რომელსაც 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
„გვჯერა, რომ ძლიერი ბიზნესგარემო იქმნება მაშინ, როდესაც კომპანიები არა მხოლოდ წარმატებებზე, არამედ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზეც ღიად საუბრობენ. სწორედ ასეთი პლატფორმები ქმნის სივრცეს ახალი იდეებისთვის, ცოდნის გაზიარებისა და ბიზნესის განვითარებისათვის,“ – აცხადებს პაატა შურღაია.
გრანთ თორნთონისთვის ბიზნეს გარემოს განვითარება, ცოდნის გაზიარება და მეწარმეობის მხარდაჭერა კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნეს საზოგადოების გაძლიერებას, პროფესიული დიალოგის განვითარებასა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებას.