მშენებარე უძრავი ქონების შეძენა: რა სამართლებრივი საკითხები უნდა იცოდეს მყიდველმა
მშენებარე უძრავი ქონების შეძენა: რა სამართლებრივი საკითხები უნდა იცოდეს მყიდველმა
ხანგრძლივობა
1.5 სთ.
ფასი
უფასო₾
ფორმატი
Online - Zoom
კურსის შესახებ
უძრავი ქონების შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მშენებარე ბინას ან კომერციულ ფართს ეხება. ასეთ პროცესში მნიშვნელოვანია, მყიდველმა წინასწარ იცოდეს, რა სამართლებრივ საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები.
ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ საკითხებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჭრილში. განხილული იქნება:
- ნასყიდობის ხელშეკრულება
- წინარე ხელშეკრულება
- მშენებარე ფართის შეძენის თავისებურებები
- დეველოპერის ვალდებულებები
- საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელშეკრულების პირობების სწორად შეფასებას და იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც მყიდველმა გარიგების დადებამდე უნდა გაითვალისწინოს. ვებინარზე ასევე განვიხილავთ, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების დარღვევას, მათ შორის ვადაგადაცილებას, არაჯეროვან შესრულებას, ფართის ან პროექტის ცვლილებას, ზიანის ანაზღაურებას, პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებს.
ვებინარი პრაქტიკულ მაგალითებსაც მოიცავს, რაც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ დაინახონ შესაძლო რისკები და გაიგონ, როგორ შეიძლება სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
თარიღი: 23 ივლისი
დრო: 17:00-18:30
ფორმატი: Online/Zoom
რეგისტრირებული მონაწილეები ვებინარის წინა დღეს მიიღებენ დასასწრებ ბმულს.