გრანთ თორნთონ აკადემია ოფიციალურად გახდა ACCA-ის რეგისტრირებული სასწავლო პარტნიორი (Registered Learning Partner)
თარიღი
30/06/2025
ფინანსური განათლების ხარისხი და მისი ხელმისაწვდომობა გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე პროფესიონალების კარიერულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ ACCA (Association of Chartered Certified Accountants) გლობალურად ამოწმებს და აღიარებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სწავლების მაღალი სტანდარტების კრიტერიუმებს. ამ დაწესებულებებს ენიჭებათ Registered Learning Partner (RLP) სტატუსი.
🔍 რას გულისხმობს RLP სტატუსი?
ACCA-ის რეგისტრირებული სასწავლო პარტნიორის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ სასწავლო ცენტრებს, რომლებიც:
- უზრუნველყოფენ ხარისხიან სწავლების პროცესს ACCA-ის სტანდარტების შესაბამისად.
- აფასებენ და აუმჯობესებენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მეთოდოლოგიას.
- სთავაზობენ მონაწილეებს სწავლისადმი მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების გზებს.
- რეგულარულად გადიან ხარისხის კონტროლის პროცესებს ACCA-ს მხრიდან.
🌍 რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
როდესაც ადგილობრივი სასწავლო ცენტრი, მაგალითად გრანთ თორნთონ აკადემია, ხდება ACCA-ის რეგისტრირებული პარტნიორი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხდით საერთაშორისო ხარისხის ფინანსურ განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქართული ბაზრისთვის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია გლობალური ცოდნის მეტ ხელმისაწვდომობამდე.
აღნიშნული სტატუსი გვაძლევს საშუალებას, სფეროს პროფესიონალებს შევთავაზოთ ACCA-ს სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსები, როგორიცაა, მაგალითად: საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სასერტიფიკატო პროგრამა, სერტიფიკატი საერთაშორისო ფინანსურ რეპორტინგში, მონაცემთა ანალიტიკის სასერტიფიკატო პროგრამა და სხვა..
გრანთ თორნთონ აკადემიისთვის ეს სტატუსი ერთდროულად არის პასუხისმგებლობა და მოტივაცია — ვიყოთ ლიდერი პროფესიული განათლების მიმართულებით, ხელი შევუწყოთ სფეროს პროფესიონალების განვითარებასა და წარმატებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.