...

შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა დამსაქმებელების ცნობიერების ასამაღლებლად

თარიღი

08/10/2024

💥📢გრანთ თორნთონ საქართველო იწყებს პროექტს – შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა დამსაქმებელების ცნობიერების ასამაღლებლად, რომელიც განხორციელდება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში.
📑გრანთ თორნთონის გამოცდილი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგებს და მონაწილეებს გააცნობენ შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვან საკითხებს.
📍პროექტის ფარგლებში განხორციელდება სხვადახვა აქტივობები, როგორებიცაა: ღია კარის დღე და ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილია დამსაქმებლებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტარტაპებისთვის, ქალებისთვის ბიზნესში. ასევე Bootcamp – სტუდენტებისთვის/ახალგაზრდებისთვის.
🤝პროექტის მხარდამჭერია – კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტი „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად, II ფაზა“.
„დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის მიერ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან გაფორმებული ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100%, 2 მილიონი აშშ დოლარი, ფინანსდება ფედერალური ფონდებით. მოცემული საინფორმაციო შინაარსის მასალა უპირობოდ არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას”.

08/10/2024

შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა დამსაქმებელების ცნობიერების ასამაღლებლად

12/09/2024

The Grant Thornton Global Network Football tournament in Denmark

22/07/2024

სახელფასო ქრონიკები – Payroll-ის ევოლუცია

22/07/2024

7 ფინანსური ქცევა ბიზნესის ხარჯების ეფექტიანად სამართავად

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

Social Media