2025 წლის Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გრანთ თორნთონთან აქტიური თანამშრომლობით შედგა!
თარიღი
06/10/2025
წლევანდელი Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გრანთ თორნთონთან აქტიური თანამშრომლობით შედგა!
თანამშრომლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროცესის გამჭვირვალე, სანდო და სამართლიანი წარმართვისთვის შეიმუშავა მრავალფაზიანი შეფასების სისტემა. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფდა ნომინანტების შეფასებას წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. პროცესში ჩართული იყო 40 ჟიურის წევრი, რომლებიც ნომინანტებს აფასებდნენ სექტორების მიხედვით საკუთარი ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე.
გრანთ თორნთონმა შეადგინა კითხვარები დარგობრივი ჟიურისათვის და შექმნა ხმის მიცემის ფორმა არადარგობრივი ჟიურისთვის. გარდა ამისა, მომზადდა ჟიურის სახელმძღვანელო, სადაც დეტალურადაა აღწერილი ჟიურის ფუნქციები და ქულების მინიჭების პრინციპები. ასევე გაწერილია ფინალისტებისა და გამარჯვებულების გამოვლენის სრული პროცესი.
პროექტის მიმდინარეობისას გრანთ თორნთონი რეგულარულად იყო ჩართული ჟიურის წევრებთან კომუნიკაციაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მიმოცვლაში და საბოლოო შეფასებების მოგროვება – შეჯამებაში. კონფიდენციალობა დაცული იყო სრული პროცესის მაძილზე. ფინალურ ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრული წონების გათვალისწინებით, შეჯამდა დარგობრივი ჟიურის, არადარგობრივი ჟიურისა და საჯარო კენჭისყრის შედეგები, რის საფუძველზეც გამოვლინდნენ ფინალისტები და გამარჯვებულები 35 კატეგორიაში.
ყველას ვულოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას!