...

გრანთ თორნთონ საქართველო საზოგადოებაში

თარიღი

29/10/2023

გრანთ თორნთონის ქსელში შემავალი კომპანიები, ყოველწლიურად ცდილობენ წვლილი შეიტანონ სხვადასხვა სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში. წლების განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენლობა და მისი თანამშრომლები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში, იქნებოდა ეს გამწვანება, ბავშვთა სახლების დახმარება თუ დასუფთავების აქციები.

დღეს გრანთ თორნთონის ქსელში შემავალი კომპანიებისთვის ქველმოქმედების დღეა და გვინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მიმდინარე წლის აქტივობები:
– გრანთ თორნთონ საქართველო თანამშრომლობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლასთან – განაახლა სკოლის კომპიუტერული კაბინეტი ახალი კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა საჭირო ინვენტარით; ყოველთვიურად სტუმრობს სკოლას ტრენინგებითა და სემინარებით ბიზნესის მართვისა, მეწარმეობის და საჭირო უნარების განვითარების შესახებ.
– გრანთ თორნთონის თანამშრომლები ჩართულები არიან სუპერგმირის პლატფორმაში რომლის საშუალებითაც ყოველთვიურად ეხმარებიან ბავშვებს უკვე მეორე წელია.
– ვთანამშრომლობთ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზასთან“, რომელიც აქტიურად ეხმარება ათეულობით ბავშვს შეინარჩუნოს ბიოლოგიური ოჯახი, ზრუნავს მათ განათლებაზე და პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცებაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ!

26/04/2024

ქსელის პირდაპირი შემოსავლების მიხედვით გრანთ თორნთონი გლობალურად მეექვსე ადგილს იკავებს 

01/04/2024

ინტერესთა კონფლიქტი: ვინ უნდა დანიშნოს ორგანიზაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად?

13/03/2024

სამი გზა როგორ შეუძლია ბიზნესს გაზარდოს ქალთა რაოდენობა მაღალი რგოლის პოზიციებზე

22/12/2023

გრანთ თორნთონის გლობალური შემოსავლები რეკორდულ – 7.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

Social Media