...

ESG და მდგრადი ფინანსები – შესაძლებლობები და გამოწვევები

თარიღი

22/07/2024

2024 წლის 20 ივნისს გრანთ თორნთონის, ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და პროკრედიტ ბანკის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა ღონისძიება – ESG და მდგრადი ფინანსები – შესაძლებლობები და გამოწვევები.
ღონისძიებას ესწრებოდა 70-მდე წარმომადგენელი ბიზნესის სფეროდან.
შეხვედრაზე სიტყვით წარსდგნენ: სალომე ზურაბიშვილი – გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის საქართველოს აღმასრულებლი დირექტორი; მარიანა ჯავახიანი – გრანთ თორნთონ სომხეთის უფროსი კონსულტანტი, მდგრადი განვითარებისა და ESG მიმარულების მრჩეველი; ირინე კიკვაძე – პროკრედიტ ბანკის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ექსპერტი; აზატ მანუკიანი – გრანთ თორნთონ სომხეთის ედვაიზორის მიმართულების პარტნიორი; ალექსანდრე ჯაშიაშვილი – პროკრედიტ ბანკი საქართველოს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ოთარ ანთია – ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი; მიხეილ ჭელიძე – კრისტალის საკრედიტო რისკები განყოფილების ხელმძღვანელი; რატი ზაუტაშვილი – გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნეს ურთიერთობების ხელმძღვანელი.
მომხსენებლებმა განიხილეს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) პრინციპების ფინანსურ ანგარიშებში ინტეგრირების არსებული საკითხები და მათი მნიშვნელობა კომპანიების მომავლისთვის.
ბიზნესისთვის მდგრადი განვითარების ასპექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრანთ თორნთონი კვლავაც განაგრძობს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.

22/07/2024

სახელფასო ქრონიკები – Payroll-ის ევოლუცია

22/07/2024

7 ფინანსური ქცევა ბიზნესის ხარჯების ეფექტიანად სამართავად

22/07/2024

ESG და მდგრადი ფინანსები – შესაძლებლობები და გამოწვევები

26/04/2024

ქსელის პირდაპირი შემოსავლების მიხედვით გრანთ თორნთონი გლობალურად მეექვსე ადგილს იკავებს 

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

Social Media