...

ნოემბრის თვის საგადასახადო და იურიდიული სიახლეები

თარიღი

15/12/2023

საგადასახადო სიახლეები:

    1. 2023 წლის 10 ნოემბრის ბრძანების თანახმად, განხორციელდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში.აღნიშნული ცვლილების თანახმად, დადგინდა  100 კგ-ზე მეტი ოდენობის სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის,  თავისუფალი მიმოქცევის გაშვების პროცედურაში  გაფორმების დროს მომსახურების საფასური, რომელიც  შეადგენს 1 კგ-ზე 0.4 ლარს. ასევე, განისაზღვრა ის შემთხვევებიც, რომელზეც მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთი და აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება.
      წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
      მიღების თარიღი: 10/11/2023
      გამოქვეყნების თარიღი: 10/11/2023
      ძალაში შესვლის თარიღი: 20/11/2024
      ძალაშია: 1/08/2024
    2. 2023 წლის 10 ნოემბერს,  ცვლილება  შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით  დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს ეძლევა შესაძლებლობა, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი ხე-ტყე დაამატოს ხე-ტყის ელექტრონულ ჟურნალში ნაშთის სახით და მოახდინოს მათი მიწოდება/ტრანსპორტირება.
      წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
      მიღების თარიღი: 10/11/2023
      გამოქვეყნების თარიღი: 13/11/2023
      ძალაში შესვლის თარიღი: 12/12/2023
    3. 2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება N 3608-XIIIმს-Xმპ. აღნიშნული ცვლილების საფუძველს წარმოადგენს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებება.
      ცვლილების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში (საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება) დაზუსტდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული საპენსიოს შემოსავლის ის სახეები,  რომლებიც  გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.  ასევე, ამავე ცვლილების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლს (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი)  დაემატა „რ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც „სსიპ საპენსიო სააგენტო“  განისაზღვრა როგორც საგადასახადო აგენტი.

      წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
      მიღების თარიღი: 01/11/2023
      გამოქვეყნების თარიღი: 20/11/2023
      ძალაში შესვლის თარიღი: 20/11/2023
    4. 2023 წლის 14 ნოემბერს ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში.აღნიშნული ცვლილება არეგულირებს სხვადასხვა საბაჟო პროცედურების განხორციელების დროს საქონლის გადაადგილებისას ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრულ თარიღსა და პროცედურებს.
      წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
      მიღების თარიღი: 14/11/2023
      გამოქვეყნების თარიღი: 15/11/2023
      ძალაში შესვლის თარიღი: 29/11/2023
    5. 2023 წლის 28 ნოემბერს, ცვლილება  შევიდა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 და 482 მუხლებში. აღნიშნული ცვლილება ეხება ავანსის დაბეგვრის წესსა და ბარტერულ ოპერაციებს.ცვლილების თანახმად დაზუსტდა და საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოვიდა ბრძანება N996-ის 481 მუხლი, რომელიც გამნარტავს საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურების გადახდისას დღგ-თ დაბეგვრის ნაწილს. ასევე განხორციელებული ცვლილებით მიხედვით,  481  მუხლში აღნიშნული ავანსის დაბეგვრის წესი ბარტერულ ოპერაციებთან მიმართებით  გავრცელდება როგორც ფულადი, ასევე საქონლის/მომსახურების (ნატურალური) სახით ანაზღაურების მიღების ნაწილში.
      წყარო:
      საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
      მიღების თარიღი: 28/11/2023
      გამოქვეყნების თარიღი: 29/11/2023
      ძალაში შესვლის თარიღი: 1/1/2024

საკანონმდებლო სიახლეები:

  1. 2023 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში.ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ცვლილება ამ ეტაპზე გადის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ კანონის გამოქვეყნების პროცედურებს, სწორედ ამ პროცედურების გავლის შემდეგ გამოქვეყნებდა და შევა ძალაში.პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების  საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება აღარ შეეხება ინდივიდუალურ მეწარმეებს. ასევე, არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემთხვევაში, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის განახლება ნებაყოფლობითი ხდება.
    წყარო:
    პასუხისმგებელი პირის მიერ ვიზირებული პროექტი
    https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/349217

 

26/04/2024

ქსელის პირდაპირი შემოსავლების მიხედვით გრანთ თორნთონი გლობალურად მეექვსე ადგილს იკავებს 

01/04/2024

ინტერესთა კონფლიქტი: ვინ უნდა დანიშნოს ორგანიზაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად?

13/03/2024

სამი გზა როგორ შეუძლია ბიზნესს გაზარდოს ქალთა რაოდენობა მაღალი რგოლის პოზიციებზე

22/12/2023

გრანთ თორნთონის გლობალური შემოსავლები რეკორდულ – 7.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს