დღე
საათი
წუთი
წამი

ტრანსფერ ფრაისინგი: პრაქტიკული სახელმძღვანელო კომპანიებისთვის

ტრანსფერ ფრაისინგი: პრაქტიკული სახელმძღვანელო კომპანიებისთვის

დღე
საათი
წუთი
წამი

ხანგრძლივობა

3 სესია, 6 სთ.

ფასი

200₾

ფორმატი

Online - Zoom

კურსის შესახებ

ტრანსფერ ფრაისინგი: პრაქტიკული სახელმძღვანელო კომპანიებისთვის

ტრანსფერ ფრაისინგი სულ უფრო მეტი ქართული კომპანიის დღის წესრიგში ექცევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო გახდა. მნიშვნელოვანია კომპანიებმა დროულად შეაფასონ საკუთარი პოზიცია და  უზრუნველყონ მონაცემთა მოწესრიგება.

3-დღიან ტრენინგზე განვიხილავთ კონტროლირებული ოპერაციების დაბეგვრის თავისებურებებს, პრაქტიკულ მაგალითებს და წლიური ინფორმაციის სწორად წარდგენის სპეციფიკას

ძირითადი საკითხები:

  • რა არის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაცია და რომელი კომპანიები ექცევიან რეგულაციის ფარგლებში
  • კონტროლირებული ოპერაციების გამჭვირვალობისა და საგადასახადო რისკების მართვის მიდგომები
  • რა დამატებით ვალდებულებებს უწესებს „ტრანსფერ ფრაისინგის“ კანონმდებლობა კომპანიებს და რას უნდა ველოდოთ პრაქტიკაში
  • რატომ არის დოკუმენტაციის სწორად მომზადება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი დაცვის მექანიზმი
  • მომსახურების გაწევა დაკავშირებულ პირებს შორის — ფასწარმოქმნის სპეციფიკა და თანმხლები რისკები
  • სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების კრიტერიუმები
  • „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის ფორმა და შინაარსი
  • როგორ უნდა იქნას შერჩეული კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდი
  • შესადარისი მხარის და ოპერაციების შერჩევის სპეციფიკა
  • საბაზრო დიაპაზონის განსაზღვრის და გამოყენების გამოწვევები
  • მოგების დეკლარაციის ახალი დანართის შინაარსი, შევსების მოთხოვნები, მაგალითები და პრაქტიკული საკითხები
  • კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადადგან საგადასახადო რისკების მინიმიზაციისთვის – არსებული პრაქტიკის გაზიარება

ტრენინგის თარიღი: 7, 8, 9 ივლისი

დრო: 17:00-19:00 სთ.

ღირებულება: 200 ლარი

ფორმატი: Online/Zoom

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 ივლისი.

ტრენერი

გამოხატე ინტერესი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

მოითხოვე ზარი

ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს

Social Media